რატომ თხოვდებიან ქალები უსიყვარულოდ

რატომ თხოვდებიან ქალები უსიყვარულოდ

სოციოლოგმა ჯენიფერ გაუვეინმა 1000-ზე მეტი განქორწინებული ქალი გამოკითხა. როგორც აღმოჩნდა, მათმა მესამედმა წინასწარვე იცოდა, რომ არასწორ არჩევანს აკეთებდა. 

რატომ ყოფენ ქალები თავს უღელში უსიყვარულოდ?

1. განქორწინება - ცუდი სიტყვაა. მაგრამ მრავალი ქალისთვის მარტოობა უფრო ცუდია. ქალების უმრავლესობა ასაკის მატებასთან ერთად გათხოვებას ჩქარობს და ისეთ პანიკაში ვარდება, რომ გონივრულ არჩევანს ვეღარ აკეთებს. ეს პირველი მიზეზია, რის გამოც, მეცნიერის აზრით, ქალები უიღბლო ქორწინებას ნებაყოფლობით თანხმდებიან. "მერე რა მოხდა, არ გამოვა, დავშორდებით! - ამბობს მავანი. მათთვის მთავარია, ”საბედისწერო” 25 წლამდე თითზე ბეჭედი წამოიგოს.

2. გოგონების ნაწილი ფიქრობს, რომ თავიდან გაუძლებს, მერე შეეჩვევა და ბოლოს შეუყვარდება. ისინი მეუღლეს თითქოს ავტომობილივით, ან მტვერსასრუტივით, ტექნიკური მონაცემების მიხედვით ირჩევენ. დღეს სხვა ღირებულებები აქვთ: ყველაზე მნიშვნელოვანი მამაკაცის საფულეა. ფულის შოვნის უნარჩვევის გამო, მამაკაცს სმას, მოწევას და მოუწესრიგებლობასაც პატიობენ. 

3. ბოლო მიზეზი, რაც გამოკითხულმა ქალებმა დაასახელეს, ერთი შეხედვით სულელურია, მაგრამ როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ძალიან გავრცელებულიც: "შემომთავაზა და მეც დავთანხმდი! რატომაც არა? საიმედო ადამიანს ყოველი ფეხის ნაბიჯზე ხომ ვერ შეხვდები”.

სოციოლოგი ჯენიფერ გაუვეინი სამი მიზეზის გარკვევით შემოიფარგლა, თუმცა ფსიქოლოგებმა უფრო მეტი მიზეზიც იციან:

1. საცოლეს მამაკაცის გადაკეთების იმედი აქვს, ან იმედოვნებს, რომ ის საუკეთესო კუთხით შეიცვლება.

ადამიანს თავიდანვე რეალურად უნდა შეხედოთ და გამოგონილისგან განასხვავოთ.

2. მიაღწია იმას, რომ ქორწინების სახლამდე მიიყვანა, თუმცა ქორწინება უკვე თვითონაც აღარ სურს.

შემთხვევები, როდესაც ქალები მამაკაცისგან ხელის თხოვნას დიდი ძალისხმევის შემდეგ აღწევენ, უფრო ხშირია, ვიდრე შემთხვევები, როდესაც კაცები ქალების გულების დასაპყრობად იბრძვიან. თუმცა ორივე შემთხვევაში, ზღაპარს სევდიანი დასასრული აქვს - ქორწინება აზრს კარგავს. ზოგჯერ პირიქითაც ხდება, მამაკაცი ქალზე იმ დროს ქორწინდება, როდესაც ქალს უკვე ამის სურვილი დიდად აღარ აქვს.

3. საცოლეს სჯერა, რომ ბედნიერება მხოლოდ მელოდრამებში არსებობს, ნამდვილი ცხოვრება კი ტანჯვით არის სავსე.

ეს ძალიან გავრცელებული შემთხვევაა. ადამიანებს უნდათ, რომ ბედნიერები იყვნენ, მაგრამ ჰგონიათ, რომ ეს მითია. უამრავ ქალს ბედნიერება უბრალოდ არ შეუძლია, ისინი ტანჯვისკენ არიან მიდრეკილნი. თავიდან ქალი იმით იტანჯება, რომ მამაკაცი არ ჰყავს, შემდეგ იმით, რომ მამაკაცს დაქორწინება არ სურს, შემდეგ იმით დაიტანჯება, რომ მამაკაცი ისე არ იქცევა, როგორც საჭიროა, ანუ ტანჯვის მიზეზს ასეთი ქალი ყოველთვის პოულობს.

მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს