ელისაბედ მეორე ქეით მიდლტონის მიმართ უჩვეულოდ გულმოწყალეა

ელისაბედ მეორე ქეით მიდლტონის მიმართ უჩვეულოდ გულმოწყალეა

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე ქეით მიდლტონის მიმართ უჩვეულოდ გულმოწყალეა. ელისაბედმა კემბრიჯის ჰერცოგინიას საგვარეულო კოლექციიდან ორი ვერცხლის ლანგარი უსახსოვრა. ეს ლანგრები მეფე გეორგ VI კუთვნილება იყო.

ისინი, ვინც კარგად იცნობენ ბრიტანეთის დედოფალს, ელისაბედის საქციელით გაოცდნენ და განაცხადეს, რომ ეს შემთხვევა მართლაც გამონაკლისია.

იმასაც ამბობენ, რომ დედოფალი ქეით მიდლტონს, პრინც უილიამისთვის იდეალურ მეუღლედ მიიჩნევს. ის ხშირად ესაუბრება ჰერცოგინიას ტელეფონით და რჩევებსაც აძლევს.

დედოფალს ძალიან მოსწონს ახალგაზრდა წყვილის იმიჯი და ფიქრობს, რომ მათი ქორწინება ბრიტანული სამეფო სახლის რეპუტაციაზე დადებითად აისახა.

დიდი ბრიტანეთის დედოფალი საკმაოდ მკაცრ ქალად არის ცნობილი. პრინცესა დიანამაც კი ვერ მოახერხა მასთან საერთო ენის გამონახვა. თუმცა, ასაკში შესულ დედოფალს ხასიათი ძალიან დაურბილდა.

მომზადებულია tochka.net-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს