საფრანგეთის მკვიდრი 51 წლის ჟან-ლუი ცოლ-ქმრული მოვალეობის შეუსრულებლობისთვის 8.5 ათასი ევროთი დააჯარიმეს.
საფრანგეთის კანონმდებლობით, "ცოლი და ქმარი ვალდებულნი არიან ერთად იცხოვრონ", ანუ სექსუალური ურთიერთობა ქორწინების ნაწილი უნდა გახდეს.
2 წლის წინ ჟან-ლუის 47 წლის მეუღლემ სასამართლოში გაყრის თაობაზე შეიტანა განაცხადი და მიზეზად ქმრის "სექსუალური პასიურობა" დაასახელა.
მოსამართლემ დააკმაყოფილა სარჩელი, თუმცა ქალი ამით არ დაკმაყოფილდა და 10 000 ევრო 21-წლიანი "უსექსობის" კომპენსაციისთვის მოითხოვა.
ჟან-ლუიმ თავის გამართლება "დაღლილობითა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებით" სცადა, თუმცა მოსამართლისთვის ეს არგუმენტები სუსტი აღმოჩნდა.
"სექსი ცოლ-ქმარს შორის სიყვარულის გამოხატვაა, ქორწინებისას ადამიანები პირობას დებენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ მეორე ნახევრისთვის და ეს თავისთავად გულისხმობს იმას, რომ მათ სექსიც უნდა ქონდეთ", - განაცხადა მოსამართლემ და ჟან-ლუის 8.5 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.
მსგავსი შემთხვევა წელს მაისში დუბაიშიც მოხდა, როდესაც მეუღლემ ქმარს სექსის არქონის გამო უჩივლა. მაშინ არაბ მამაკაცს 10,99 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს.
მომზადებულია telegraph.co.uk-ის მიხედვით