დედამიწაზე ოქრო და სხვა ძვირფასი მეტალები 4 მლრდ წლის წინ მეტეორიტული წვიმის შედეგად გაჩნდა - ასეთია ბრიტანეთის ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერთა დასკვნა, რომლებმაც სცადეს აეხსნათ, რატომ მოიპოვება ოქრო მიწის ზედაპირთან ახლოს და არა მის სიღრმეში.
ამის მიზეზი კოსმოსური "ავია იერიში" ყოფილა, რომლის წყალობითაც ჩვენს პლანეტაზე 20 ესკატონა ასტეროიდები ჩამოცვივდა. მათ დედამიწის ზედაპირზე თავიანთი კვალი - ოქროსა და პატიოსანი ლითონების ახალი ფენა დატოვეს. სწორედ ამიტომ ეს ელემენტები დედამიწის ქერქსა და მანტიის ზედა ნაწილში გვხვდება და არა ბირთვში.
ამ ჰიპოთეზის დასამტკიცებლად მეცნიერებმა გრელანდიაში, "იესოს კუნძულზე" აღმოჩენილი პლანეტის უძველესი ქვების ნიმუშები შედარებით ახალ ნიმუშებს შეადარეს. საზომ ერთულად იზოტოპ ვოლფრამის შემცველობა აირჩიეს, რომელიც დედამიწის ქანებში უფრო მაღალია, ვიდრე ასტეროიდის.
აღმოჩნდა, რომ უძველეს ნიმუშებში 13%-ით მეტი იყო ამ იზოტოპის შემცველობა, ვიდრე "თანამედროვე" ნიმუშებში. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ძველი ნიმუშები ნამდვილად მიწიური წარმოშობის იყო, ახალი მასალები კი მეტეორიტული წვიმის შედეგი.
ამ კოსმოსურმა კატასტროფამ, რომელმაც ჩვენი პლანეტა პატიოსანი ლითონებით გაამდიდრა, დედამიწის მასა 1%-ით გაზარდა. მეტეორის წვიმა მთვარემაც "იწვნია", თუმცა ასტეროიდებს იქ კრატერების მეტი არაფერი დაუტოვებიათ.
მომზადებულია nature.com-ის მიხედვით.