კანზასის უნივერსიტეტის სტუდენტებმა მსოფლიო რეკორდი დაამყარეს. დაახლოებით 9000-მდე სტუდენტი უნივერსიტეტის მოედანზე გამოვიდა, ორად გაიყო და ერთმანეთს წყლით სავსე ბუშტები დაუშინა.
ეს ღონისძიება უკვე რამდენიმე წელია იმართება, თუმცა 2011 წლის ღონისძიებამ მოლოდინს გადააჭარბა.
სულ ბრძოლას 175 141 წყლით სავსე, ფერადი რეზინის ბუშტი დასჭირდა. ”წუწაობა” თავისი მასშტაბების გამო მსოფლიო რეკორდების წიგნში შევიდა.
მომზადებულია laughingsquid.com-ის მიხედვით.