ნიდერლანდების ქალაქ ლეუვარდენში ათასობით მაყურებლის თვალწინ მსოფლიოში ყველაზე დიდი ქაღალდის გემი წყალში საზეიმოდ გაუშვეს.
ხომალდი ხელოვანმა მარტენ ვინტერსმა 3 000 მოხალისესთან ერთად ააგო. ამისთვის მათ 2 წელი დასჭირდათ. გემის სიგრძე 20 მ-ია, სიმაღლე კი 4,5 მ.
აღსანიშნავია, რომ ხომალდი მთლიანად ქაღალდის არ არის - მას ხის კარკასი აქვს, რომელიც პაპიემაშეთია დაფარული.
მომზადებულია DNews-ის მიხედვით.