ევროკავშირი რუსეთს სთხოვს, ხელი არ შეუშალოს NABUCCO-ს მშენებლობას

ევროკავშირი რუსეთს სთხოვს, ხელი არ შეუშალოს NABUCCO-ს მშენებლობას

ევროკავშირი რუსეთს თხოვს, ხელი არ შეუშალოს ტრანსკასპიური გაზსადენის - NABUCCO-ს მშენებლობას და ზეწოლა არ მოახდინოს თურქმენეთსა და აზერბაიჯანზე. ამის შესახებ ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა გიუნტერ ოტინგერმა განაცხადა. ბრიუსელი მოსკოვს ურჩევს NABUCCO-ს პროექტს მისი ალტერნატიული "სამხრეთ ნაკადით" ხელი არ შეუშალოს.

ოტინგერი დარწმუნებულია, რომ "სამხრეთ დერეფანთან" დაკავშირებით ძირითად სტარტეგიულ გადაწყვეტილებებს 2011 წლის ბოლომდე მიიღებენ.

ოტინგერის თქმით, "თუ რუსები NABUCCO-ს განხორციელებას გაზსადენ "სამხრეთ ნაკადის" მშენებლობით ხელს ტექნიკურად, ან პოლიტიკურად შეუშლიან - აშხაბადსა და ბაქოზე ზეწოლას განახორციელებენ, ის მიიჩნევს, რომ გაზი რუსეთისთვის პოლიტიკური ინსტრუმენტია".

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა 13 სექტემბერს ევროკომისიას მანდატი წარუდგინა, რომელიც აზერბაიჯანსა და თურქმენეთს შორის ტრანსკასპიური გაზსადენის სამართლებრივი საფუძვლების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას უკავშირდებოდა.

"ნაბუკოს" პროექტის ღირებულება 7,9 მლრდ ევროა. გაზსადენის წლიური გამტარუნარიანობა 31 მლრდ კუბამეტრი იქნება. გაზსადენი კასპიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში მოპოვებულ გაზს საქართველოსა და თურქეთის გავლით, ევროპას მიაწვდის.

სპეციალურად "ნაბუკოს" მშენებლობისთვის შეიქმნა კონსორციუმი Nabucco Gas Pipeline International GmbH. ამ დროისთვის კონსორციუმის შემადგენლობაში 6 კომპანია შედის - OMV(ავსტრია), MOL (უნგრეთი), Transgaz (რუმინეთი), Bulgargaz (ბულგარეთი), BOTAS (თურქეთი), და RWE Gas Midstream (გერმანია).

მომზადებულია rosbalt.ru-ს მიხედვით.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ