გამომცემლობა "სამშობლოს" შენობა პირდაპირი მიყიდვის წესით გასხვისდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, შენობის ახალი მფლობელი კომპანია "სითი ლოფტი" გახდება. აღნიშნული გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტმა მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განიხილა.
სამეწარმეო რეესტრის ოფიციალური ინფორმაციით, კომპანია "სითი ლოფტი" 2011 წლის 8 სექტემბერს დაფუძნდა. რეესტრში კომპანიის დაფუძნებაზე განმცხადებელი ევგენი დავითაია, წარმომადგენილი კი დავით ოყროშიძე.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გამომცემლობა "სამშობლოს" აუქციონის წესით პრივატიზებას ბოლოს 18 ივლისს შეეცადა. მაშინ ობიექტის საწყისი გასაყიდი ფასი 16 200 000 ლარი იყო. მთავრობამ, რამდენჯერმე გამოცხადებულ აუქციონებზე შენობის პრივატიზება, განაცხადების არარსებობის გამო ვერ შეძლო.