ყველაზე დიდი ქვეწარმავალი მსოფლიოში

ყველაზე დიდი ქვეწარმავალი მსოფლიოში

მონსტრი ფილმიდან ”ანაკონდა” მართლაც არსებობს. გველი სახელად ”მედუზა” 135 კილოგრამს იწონის და მისი სიგრძე 7,62 მეტრია. ბუნების ამ გიგანტურ ქმნილებას თავისუფლად შეუძლია ადამიანი გადაყლაპოს.

უშველებელი პითონი, რომელიც კანზასის ატრაქციონების ვარსკვლავია, კვირის განმავლობაში 18 კილოგრამ ვირთხის ხორცს მიირთმევს, მაგრამ თუ მოისურვა, 60 კილოიანი ადამიანის შეჭმაც არ გაუჭირდება. 

მსოფლიო რეკორდების ასოციაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ”მედუზა” ოქტომბერში შევა გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე დიდი ქვეწარმავალი მსოფლიოში.

მედუზას ახლა გველების პროფესიონალი მომთვინიერებელი ლარი ელგარი უვლის. მან განაცხადა, რომ მიუხედავად ზომისა და საშიში შესახედაობისა, მისი პითონი სრულიად უწყინარია და ადამიანებს თავს არასდროს ესხმის.

”ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ჯიში კაციჭამიაა. არც მედუზაა გამონაკლისი, უბრალოდ მან ცხოვრება პატიმრობაში გაატარა და შეეჩვია ადამიანებს. თუმცა ცდუნება მაინც დიდია და არ გამოვრიცხავ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ჩემი ხორცის დაგემოვნებაც მოისურვოს”, - განაცხადა ლარიმ.

მედუზა 7 წლის წინ იყიდეს - მაშინ, როდესაც გველი პატარა იყო, თუმცა წლების მიუხედავად ის დღესაც განაგრძობს ზრდას.

დღემდე ყველაზე დიდ პითონად ”ფრარი” მიიჩნეოდა, რომლის სიგრძე 7 მეტრი და 30 სანტიმეტრი იყო.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია nbcactionnews.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს