დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი ევროკავშირიდან ქვეყნის გამოსვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატრებას მხარს არ დაუჭერს.
მანჩესტერში კონსერვატორთა პარტიის კონფერენციაზე კემერონმა განაცხადა, რომ ამჟამად პრიორიტეტი ვალების კრიზისიდან ევროზონის გამოყვანაა. შესაძლოა, ბრიტანეთის პარლამენტის წევრებმა რეფერენდუმის ჩატარების საკითხი ამ შემოდგომაზე განიხილონ, თუმცა გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით მიღებული არ არის.
რამდენიმე კონსერვატორმა პარლამენტარმა უკვე შექმნა ჯგუფი იმ შემთხვევისთვის, თუ ეს საკითხი დღის წესრიგში მაინც დადგება.
ამ საპარლამენტო ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენლის, ჯორჯ ოსტისის თქმით, ევროპასთან შეთანხმების გადახედვა სწორედ ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან დამოუკიდებელი ბრიტანული საერთაშორისო და შიდა პოლიტიკის ფორმიერება იმ ფუნქციის დაბრუნებას მოითხოვს, რომელიც ამჟამად ევროკავშირს ეკუთვნის.
"როდესაც შეთანხმების გადახედვის შესაძლებლობა გაჩნდება, უმოქმედოდ არ ვიქნებით და არ ვიკითხავთ, ახლა რა ვქნათო. ჩვენ მოქმედების სრული გეგმა გვაქვს", - განაცხადა ოსტისმა.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.