ვენის ქუჩებში სისხლიანი ”ზომბები” სეირნობენ

ვენის ქუჩებში სისხლიანი ”ზომბები” სეირნობენ

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მორიგი Slash Film-ფესტივალი გაიმართა. ფესტივალზე ფილმების სამი კატეგორია - ფანტასტიკა, ”ფენტეზი” და საშინელებათა ფილმები წარმოადგინეს.

ფესტივალის ფარგლებში ვენის ქუჩებში "ფლეშმობი" Zombie walk მოეწყო. ავსტრიის დედაქალაქის ქუჩებში ასამდე "ზომბი" გამოვიდა. 

საშიში ნიღბებითა და გრიმით ”დამშვენებული” მოხალისენი და მსახიობები ვენის ცენტრალურ ქუჩებში სეირნობდნენ და "ცხელ სისხლზე ნადირობდნენ" , შემდეგ კი წყნარად შევიდნენ კინოთეატრში ფესტივალზე წარდგენილი ფილმების საყურებლად.

ადგილობრივებს უჩვეულო "ფლეშმობი" არ გაჰკვირვებიათ, რადგან ფესტივალი უკვე რამდენიმე წელია იმართება.  სამართალდამცავებს რამდენიმე შეშინებული ტურისტისთვის იმის ახსნა მაინც მოუწიათ, რომ ზომბები ნამდვილები არ იყვნენ.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია au.ibtimes.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს