პალერმოელმა ქურდმა ველოსიპედის მოსაპარად მძიმედ იშრომა - ის მთელი ღამე ხერხავდა ხეს, რომელზეც ველოსიპედი იყო მიბმული.
ველოსიპედი მეპატრონემ ხეზე სქელი ჯაჭვით მიაბა. ხის სიმაღლე 4 მეტრი იყო, მაგრამ ამ ფაქტმა ქურდის შეჩერება ვერ შეძლო. საბოლოოდ მისი ძალისხმევა წარმატებით დაგვირგვინდა. ხმაურზე არავის გაღვიძებია და ბოროტმოქმედმა ველოსიპედი დიდი შრომის შედეგად გაიტაცა.
შემთხვევა სირაკუზას ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მოხდა, როდესაც დილით ველოსიპედის მეპატრონემ მარკო სიინომ დანაკარგი აღმოაჩინა, თვალებს არ დაუჯერა.
ქურდმა სამუშაო სუფთად შეასრულა. მის მიერ მოჭრილი ხე ტროტუარზე დაეცა, ისე, რომ ქუჩაზე პარკირებული ავტომობილები არ დაზიანებულან.
მომზადებულია corriere.it-ის მიხედვით.