ტაილანდის სოფლებს, რომლებიც წყალდიდობის შედეგად დაზარალდნენ, სასწრაფოდ ესაჭიროებათ პრეზერვატივები, - მიაჩნია ტაილანდის მთავრობას.
სააგენტო AFP აცხადებს, რომ საჭმელი, სამედიცინო პრეპარატები და სხვა საჭირო ნივთები დაზარალებულებს უკვე გაეგზავნათ, ახლა კი ჯერი "თავდაცვის საშუალებებზე" მიდგა.
"ადგილორბივები გვეუბნებიან, რომ მათ საქმე არ აქვთ. ამიტომ გადავწყვიტეთ, პირველადი მოხმარების საგანთა სიას პრეზერვატივები დავამატოთ, რათა შობადობის მკვეთრი ზრდა ამ რეგიონში შევამციროთ", - განაცხადა მაღალჩინოსანმა.
2011 წლის ივლისიდან მოყოლებული, ტაილანდში წყალდიდობაა, რასაც რამდენიმე სოფლის ნგრევა და მსხვერპლი მოყვა.
მომზადებულია afp.com-ის მიხედვით.