ბრიტანეთის დედაქალაქის ცნობილი სიმბოლო - ბიგ-ბენის კოშკი ამ დროისთვის ნახევარი მეტრით გადახრილია.
დღემდე ის სტაბილურად, მაგრამ ნელა ნადგურდებოდა, ახლა კი ინჟინრებმა, რომლებიც ბიგ-ბენს სწავლობენ, დაადგინეს, რომ ის იმაზე მალე დაინგრევა, ვიდრე ვარაუდობდნენ.
მათი აზრით, პიზის კოშკის მდგომარეობას ბრიტანეთის "სიამაყე", დაახლოებით, 4 წელში მიაღწევს.
ექვემდებარება თუ არა ბიგ-ბენი რესტავრაციას, ჯერჯერობით უცნობია.
მომზადებულია Sunday Telegraph - ის მიხედვით.