რელსებში გაჭედილმა ენოტმა მატარებლების განრიგი შეცვალა

რელსებში გაჭედილმა ენოტმა მატარებლების განრიგი შეცვალა

ენოტმა, რომელიც რკინიგზის რელსებში გაიჭედა, გერმანულ ქალაქებს - ჰეტინგენსა და კასელს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განრიგი შეცვალა.

საიდან გაჩნდა ამ ტერიტორიაზე ენოტი, უცნობია. ცხოველის რელსებიდან ამოყვანას საათნახევარი დასჭირდა. მთელი ამ დროის განმავლობაში მგზავრები მოლოდინში იყვნენ.

3 მატარებელი გაჩერებული იდგა, 5 მატარებლის მემანქანეებს კი უბრძანეს, გზის სხვა მონაკვეთზე გადასულიყვნენ. მთლიანობაში, 8 მატარებელი 270 წუთით შეყოვნდა. 

შარშან გერმანულ ქალაქ კილის რკინიგზაზე მაშველები ბატების გუნდს დაეხმარნენ. რკინიგზიდან უსაფრთხო ადგილზე მათ გაყვანას 2 საათი დასჭირდა. მთელი ამ დროის მანძილზე მატარებლების მოძრაობა შეწყვეტილი იყო.

მომზადებულია www.thelocal.de-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს