კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ იმ ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც სამი თვის განმავლობაში რეგულარულად სვამდნენ მწვანე ჩაის, სისხლში ქოლესტერინის დონე მხოლოდ 2%-ით შეუმცირდათ. არსებითი სხვაობა საკონტროლო ჯგუფსა და რიგით ადამიანებს შორის, არ აღინიშნებოდა. ამგვარად, მეცნიერები ასკვნიან, მწვანე ჩაის არა სამკურნალო, არამედ პროფილაქტიკური თვისებები აქვს.
ჩაის სავარაუდო სამკურნალო ეფექტს კატეხინებს უკავშირებდნენ, რომლებიც კუჭ-ნაწლავში ქოლესტერინის გაწოვას ამცირებენ, მაგრამ კატეხინები იმაზე ნაკლებ დადებით ზემოქმედებას ახდენენ ორგანიზმზე, ვიდრე დღემდე ფიქრობდნენ. ამიტომ მკვლევარები აცხადებენ, რომ არ ღირს მწვანე ჩაიზე დიდი იმედების დამყარება და წამლის ნაცვლად მიღება. ერთად მიღების შემთხვევაში, მწვანე ჩაი ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის ეფექტურობას ამცირებს კიდეც.
მწვანე ჩაის ზომიერად მიღება ჯანსაღი კვების აუცილებელი ნაწილია. ამისთვის ის უმჯობესია, თბილი მიირთვათ და არა - ცხელი, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, ან ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ.
მომზადებულია pravda.ru-ს მიხედვით.