კრისტიან ლაბუტენი: "მაღალი ქუსლები ქალს ორგაზმთან აახლოვებს"

კრისტიან ლაბუტენი: "მაღალი ქუსლები ქალს ორგაზმთან აახლოვებს"

დიზაინერ  კრისტიან ლაბუტენს მაღალ ქუსლებთან დაკავშირებით საკუთარი ფილოსოფია აქვს. დიზაინერს მიაჩნია, რომ მაღალქუსლიან ფეხსაცმელში ქალის განწყობა ორგაზმის განცდას ჰგავს.

მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში, მაღალი ქუსლები ქალებს ფეხს სტკენენ, ისინი მათ ჩაცმაზე უარს ვერ ამბობენ.

"მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები თავისთავად შეიცავენ ცდუნების ელემენტს. ალბათ, გარკვეულწილად სწორედ ეს განაპირობებს ქალის დაუოკებელ სწრაფვას ასეთი ფეხსაცმელისკენ", - ამბობს ცნობილი დიზაინერი.

აღსანიშნავია, რომ ლაბუტენმა 20-წლიანი საქმიანობის მანძილზე 600 000 წყვილი ფეხსაცმელი გაყიდა. ლაბუტენის ფეხსაცმელი წითელი ლანჩითაა ცნობილი. ცნობილ მსახიობს, ბლეიკ ლაივლის გარდერობში ლაბუტენის ბრენდის 40 წყვილი ფეხსაცმელი აქვს.

მის ფეხსაცმელზე იმდენად არის შეყვარებული ვიქტორია ბექჰემი, მაღალი ქუსლებიდან ორსულობის მეცხერე თვეშიც არ ჩამოსულა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს