იაპონელ ახალაზრდებს შორის ახალი მოდა გაჩნდა. ადამიანის კანქვეშ, სპეციალური ნემსის საშუალებით უვნებელ ხსნარს უშვებენ, რომელიც სიმსივნის ეფექტს ქმნის.
ამ უჩვეულო მიმდინარეობას საფუძველი იაპონელმა ფოტოგრაფმა და ჟურნალისტმა რეიტი მეიდამ დაუდო. მისი განცხადებით, სითხის კანში შეშვების პროცედურა 2 საათს გრძელდება, თუმცა ეფექტის ხანგრძლივობა რამდენიმე დღეა.
ახალი მოდის მიმდევრები ინექციას შუბლის დეფორმირებისთვის იკეთებენ.
ბოლო დროს იაპონიაში მომრავლდა მოდის უცნაური მიმდინარეობები, მაგალითად უამრავმა გოგონამ ეშვები გაიკეთა, ზოგმა მთელი სხეული მოიხატა, ზოგმაც პლასტიკური ქირურგიის ჩარევით, კატის ყურები გაიკეთა.
სხეულის მოდინგი - ასე ეწოდება ამ მიმდინარეობას და მისი მთავარი ამოცანა სხეულის დეფორმირებაა. ახალ მოდას სუბკულტურის წარმომადგენლები ეტანებიან.
მომზადებულია examiner.com-ის მიხედვით.