ონლაინ-მაღაზიამ მამაკაცს გიგანტური ფაჩუჩი გაუგზავნა

ონლაინ-მაღაზიამ მამაკაცს გიგანტური ფაჩუჩი გაუგზავნა

ყველასთვის ცნობილია, რომ ინტერნეტ-მაღაზიაში ნივთის შეკვეთის დროს ზომები ეშლებათ, თუმცა ტომ ბოდინგჰამის შემთხვევაში, ეს სხვაობა შოკისმომგვრელი იყო. მამაკაცმა "დათვის თათის" ფორმის ფაჩუჩი მიიღო.

ონლაინ-მაღაზიებს ზომების განსხვავებული ერთეულები აქვთ, ამიტომ მამაკაცმა შესაბამის გრაფაში 14½-ი მიუთითა. თუმცა მის მაგივრად 1,450 ზომა ჩამოუვიდა.

ფაჩუჩი იმხელაა, რომ მასში ძილი თავისუფლად არის შესაძლებელი. მისი სიგრძე - 240, სიგანე კი 130 სანტიმეტრია.

"მე მის გაყიდვას ისევ ინტერნეტით ვაპირებ. თუ მასში რამდენიმე ფუნტს გადამიხდიან, კარგი იქნება", - განაცხადა ტომმა.

ჩინურმა ონლაინ მაღაზია Monster Slippers-მა კლიენტს ბოდიში მოუხადა და მომხდარი "თარჯიმნის შეცდომას" დაუკავშირა, შემდეგ კი კლიენტს შესაბამისი ზომის ფაჩუჩი სრულიად უსასყიდლოდ გადასცა.

მაღაზიის ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ გიგანტური ზომები მაღაზიის ვიტრინებისთვის მზადდება, თუმცა მსურველებს მისი გამოწერაც შეუძლიათ.

მომზადებულია dailymail.co.uk-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს