კანადაში კატების კაფე გაიხსნა

კანადაში კატების კაფე გაიხსნა

კანადაში, ქალაქ სადბერიში, მსოფლიოში პირველი კატების კაფე გაიხსნა. აქ ყავის, ჩაისა და ნამცხვრის დაგემოვნების შემდეგ, შეძლებთ კატებსაც მოეფეროთ. კაფეს დამაარსებლის, ჯენ-კერი სტივენსის აზრით, კატები მთელი დღის განმავლობაში გადაღლილ და განერვიულებულ მოქალაქეებს მოდუნებაში ეხმარებიან. უცნაურ დაწესებულებას ყოველდღიურად უამრავი კლიენტი სტუმრობს.

კაფეს მფლობელის  თქმით, კატები საგულდაგულო სამედიცინო შემოწმების შემდეგ თავშესაფრებიდან მოჰყავთ, კაფეს ნებისმიერ სტუმარს, სურვილის შემთხვევაში, ცხოველის სახლში წაყვანა უსასყიდლოდ შეუძლია.

"სამასახურში ადამიანებს კონტაქტი უსულო საგნებთან აქვთ, ცხოველებთან ურთიერთობა კი ენერგიას მატებთ, მათში დადებითი ემოციები იღვიძებს", - აცხადებს კაფეს კონსულტანტი ლინდა ვუდსი. 

მომზადებულია newsbang.net-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს