ალპური თხების - იბექსის ფარა ზღვის დონიდან 4600 მეტრზე ბინადრობს. იბექსები ასეთ სიმაღლეზე მტაცებლებისგან თავის დასაცავად ცხოვრობენ.
მათი ძირითადი სამფლობელო იტალიაში არსებული 50 მეტრიანი Cingino-ს კაშხალია, რომელიც თითქმის ვერტიკალური ნაგებობაა.
იბექსებმა მთელი ცხოვრება კლდეებზე გაატარეს და სწორედ ამიტომ კლდეზე ცოცვის ვირტუოზებად ჩამოყალიბდნენ. უცნაური თხები კლდეებზე ალპინისტებზე უკეთ დაცოცავენ.
იტალიის კაშხალმა იბექსები მარილიანობით მოიზიდა. Cingino-ს კედელი გაჟღენთილია ზღვის მარილით, რომლითაც იბექსები იკვებებიან.
ამ დროისთვის ალპებში მობინადრე იბექსების რაოდენობა 30-40 ათასს აღწევს. იბექსები თავზეხელაღებულ ტურისტ-ალპინისტებს იზიდავენ.
მომზადებულია blog.imhonet.ru-ის მიხედვით.