ტირანების საყვარელი საფეხბურთო კლუბები

ტირანების საყვარელი საფეხბურთო კლუბები

ტირანებსაც სხვა უამრავი ადამიანის მსგავსად, ფეხბურთი უყვართ და ფავორიტი გუდებიც ჰყავთ. ვებსაიტმა The Sun გამოაქვეყნა ცნობილი დიქტატორების საყვარელი საფეხბურთო კლუბების სია.

ლიბიის მმართველი მუამარ კადაფი ინგლისური "ლივერპულის" გულშემატკივარი ყოფილა. სიკვდილის შემდეგ მის სახლში ამ გუნდის გერბით გაფორმებული ჩაის ჭიქების სადგამები აღმოაჩინეს.

მსოფლიოს ნომერ პირველ ტერორისტად აღიარებულ ოსამა ბინ ლადენს ასევე ინგლისური "არსენალი" ჰყვარებია. თინეიჯერობის ასაკში ის დიდ ბრიტანეთს სწორედ ამ საფეხბურთო კლუბების მატჩებზე დასასწრებად სტუმრობდა.

იტალიელი დიქტატორი ბენიტო მუსოლინი მისი მშობლიური ქალაქის საფეხბურთო კლუბის "ბოლონიის" ერთგულ თაყვანისმცემლად სიცოცხლის ბოლომდე დარჩა.

რადოვან კარადჟიჩი – სერბების ბოსნიელი პრეზიდენტი, რომელიც ჰააგის სასამართლომ სამხედრო დანაშაულების ჩადენაში ამხილა, მილანის "ინტერზე" ”გიჟდებოდა”.

ვენესუელელი კარლოს შაკალი ბინ ლადენის მსგავსად, "არსენალის" გულშემატკივარი იყო. ამჟამად მას სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

ადოლფ ჰიტლერი გერმანიის "შალკეს" ფანი იყო. ამ გუნდმა 1934-1942 წლებში 6 ეროვნული ჯილდო მოიპოვა.

მომზადებულია www.thesun.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს