უსაფრთხო ინტერნეტ-ბანკინგი

უსაფრთხო ინტერნეტ-ბანკინგი

როცა ფინანსურ ოპერაციებს ინტერნეტის საშუალებით ახორციელებთ, ბუნებრივია, უსაფრთხოება ამ სერვისის უმთავრესი ატრიბუტია. როგორ უნდა დავაზღვიოთ ინტერნეტ-ბანკინგით გადარიცხული თანხა, რომ ამ კომფორტული ოპერაციების დროს ფული არ დავკარგოთ. თქვენს კითხვებს უსაფრთხო ინტერნეტ-ბანკინგთან დაკავშირებით პროკრედიტბანკის ექსპერტი პასუხობს.

გამოგზავნილი შეკითხვები:

მკითხველი თინა: ამას წინათ მივიღე შეტყობინება ელექტრონული ფოსტის საშუალებით, თითქოს რომელიღაც უცხოურ ბანკში ჩემი მონაცემები ჰქონდათ და მთხოვდნენ დამატებითი ინფორმაციის შეტანას სპეციალურ ანკეტაში. ზოგჯერ შეტყობინებაში პირდაპირ მოცემულია ლინკი, რომელიც თითქოსდა რომელიღაც კომპანიის მისამართია... შეტყობინება საეჭვოდ მომეჩვენა და წავშალე. მაინტერესებს, მომავალში მსგავს შემთხვევებში როგორ მოვიქცე.

ზოგადად, გირჩევთ, სიფრთხილე გამოიჩინოთ არასასურველ (განსაკუთრებით, უცნობი გამგზავნისაგან მოსულ) წერილებთან მიმართებაში, არ ჩამოტვირთოთ და არ გახსნათ ამ წერილებში მითითებული უცნობი ვებ გვერდების ბმულები. დააყენეთ და გაანახლეთ ანტი–ვირუსული პროგრამა, რეგულარულად შეამოწმეთ კომპიუტერი შესაძლო ვირუსის აღმოჩენის მიზნით.

გახსოვდეთ:

• ბანკი არასოდეს მოგთხოვთ თქვენი პაროლის ან სხვა პირადი ინფორმაციის "დადასტურებას" ან "განახლებას" ბმულზე დაწკაპუნებით და ვებ გვერდზე გადასვლის მეშვეობით. პაროლის განახლებას ბანკი მოგთხოვთ მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ამ ბანკის ელექტრონული საბანკო მომსახურების საიტზე შეხვალთ, სადაც უსაფრთხო კავშირის სიმბოლო - ბოქლომი ჩანს.

• სიფრთხილე გამოიჩინეთ უცნობ ელექტრონულ წერილებთან მიმართებაში, არ გახსნათ წერილებში მითითებული ბმულები და არ შეიტანოთ პირადი ინფორმაცია.

• ინტერნეტ ბანკინგში შესასვლელად, გახსენით თქვენი ვებ ბრაუზერი და თავად შეყვანეთ მისამართი.

თუ შეტყობინების ნამდვილობასთან დაკავშირებით რაიმე ეჭვი გაგაჩნიათ, ან თუ ფიქრობთ, რომ თქვენ კონფიდენციალური ინფორმაცია გაამჟღავნეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ თწვენს მომსახურე ბანკს.

მკითხველი გიორგი: ამ ბოლო დროს ხშირად მესმის ან ვკითხულობ ტერმინს ფიშინგი. რას ნიშნავს ის, როგორ შეიძლება მისი თავიდან აცილება და როგორ უნდა ამოვიცნოთ თაღლითური იმეილ-შეტყობინებები?

ფიშინგი არის სხვადასხვა შემთხვევით ადრესატებთან ელექტრონული ფოსტის გაგზავნა, რომელიც ვითომ გამოგზავნილია ინტერნეტში მოქმედი რეალური ორგანიზაციისგან, რომლის მიზანია მოტყუების გზით აიძულოს ამ ორგანიზაციის კლიენტები გაამჟღავნონ თავიანთი ინფორმაცია თაღლითების მიერ შექმნილ ფალსიფიცირებულ ვებ გვერდზე. ასეთი წერილი, როგორც წესი, იტყობინება, რომ აუცილებელია კლიენტის ანგარიშის "განახლება" ან "გადამოწმება" ელექტრონულ ფოსტაში მოცემული ბმულის საშუალებით, რომელიც ყალბ ვებ გვერდზე გადადის. ყალბ ვერ გვერდზე შეყვანილი ნებისმიერი ინფორმაცია თაღლითების ხელში ჩავარდება, რომლებიც მას თავიანთი მიზნებისთვის გამოიყენებენ.

მთავარია, სიფრთხილით მოეკიდოთ თქვენს მიერ მიღებულ ყველა უცნობ და მოულოდნელ ელექტრონული ფოსტის შეტყობინებას, თუნდაც თუ ის საიმედო წყაროდან იყოს მოწერილი. წერილები შემთხვევით მისამართებზე იგზავნება, რათა მიაღწიოს რეალურ კლიენტამდე, რომელსაც სამიზნე ბანკში ანგარიში აქვს გახსნილი.

თუ პროკრედიტ ბანკის კლიენტი ბრძანდებით, პროკრედიტ ბანკი მართლაც შეიძლება ელექტრონული ფოსტით დაგიკავშირდეთ, მაგრამ ამ შეტყობინებაში "პროკრედიტ ბანკი" არასოდეს მოითხოვს თქვენგან ელექტრონულ ფოსტაში თქვენი პაროლის ან სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებას ბმულზე დაწკაპუნებით ან ვებ გვერდზე გადასვლის საშუალებით. გაიხსენეთ, რა გზით გიკავშირდებათ ხოლმე თქვენი ბანკი და არასოდეს გაამჟღავნოთ თქვენი სრული პაროლი ან პირადი ინფორმაცია.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ