ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში ჩვენი ქვეყნის შესვლასთან დაკავშირებული ინტრიგა დასასრულს უახლოვდება, - ამ სიტყვებით იწყებს ვრცელ სტატიას "კომსომოლსკაია პრავდა". სტატიის სათაურია "გამარდჟობა, ვმო".
პუბლიკაციის ავტორი, ალექსანდრე გრიშინი წერს, რომ ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების ერთადერთი მოწინააღმდეგე შვეიცარიის მიერ შეთავაზებულ კომპრომისულ ვარიანტს დათანხმდა.
თუმცა, როგორც სტატიაშია აღნიშნული, მხარეები ახლა მოსკოვის პასუხს ელოდებიან.
ავტორი წერს, რომ თუ ადრე საქართველო აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან რუსეთის საზღვარზე გამავალი ტვირთის ერთობლივ კონტროლს ითხოვდა, ახლა ინფორმაციის ელექტრონულ გაცვლას და საზღვრებზე საერთაშორისო კონტროლს დათანხმდა.
სტატიაში მოყვანილია საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას განცხადება, რომლის მიხედვითაც, ამგვარი პრეცედენტი დნესტრისპირეთში უკვე არსებობს.
"უკაცრავად, მაგრამ დნესტრისპირეთთან რუსეთს საერთო საზღვარი არ აქვს და ამ სახელმწიფოს დამოუკიდებლობა მოსკოვს არ უღიარებია. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კი ვაღიარეთ. ვმო-ში ჩვენი გაწევრიანების ისტორია, რომელიც უკვე თითქმის 18 წელია ჭიანურდება, ძველი დროის არაპოპულარული კანფეტის შეფუთვას აგონებს, რომელზეც გოგონა ლეკვს ხტუნვას ასწავლის. როგორც კი ჩვენი ქვეყანა აქტიურ საგარეო-პოლიტიკურ საქმიანობას იწყებს, მაშინვე ვმო-ზე მიგვანიშნებენ. "კომპრომისის" ეს ვარიანტი კი იდეალური პასუხია ევროპისა და აშშ-სგან რუსეთის მიერ შექმნილ საბაჟო კავშირზე, რომელშიც ბელორუსი და ყაზახეთი შედიან. ასევე მოსკოვის მცდელობაზე, დაიწყოს ევრაზიის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნა. როგორც კი რუსეთმა ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაწილების თავის გარშემო შემოკრება დაიწყო, ევროკომისიის მიმართულების დირექტორი გუნარ ვიგანდი თბილისში ჩავიდა და დაინახა, რომ თბილისი მოსკოვს აშანტაჟებს. უთხრა, რომ თუ მომავალშიც იდგება "პატარა, მაგრამ ამაყი და ძალიან დაჩაგრულის" პოზაში, რუსეთს ვმო-ში მათ გარეშე მიიღებენ – 15 დეკემბრის მინისტრთა კონფერენციაზე ხმათა უმრავლესობით. სააკაშვილს კი ისევ ჰალსტუხის ჭამა მოუწევს. რუსეთის ვმო-ში ყოფნა აშშ-სა და ევროპისთვის საქართველოს წევრობაზე გაცილებით მნიშვნელოვანია, თუნდაც ბაზრის ზომისა და სიძლიერის გათვალისწინებით", - ნათქვამია სტატიაში.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელის, კონსტანტინ კოსაჩოვის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, რუსეთს ვმო-ს კარს უღებს.
მისივე თქმით, რუსეთი ორგანიზაციაში დეკემბერში გაწევრიანდება.
რუსეთის პოლიტიკური ინფორმაციის ცენტრის დირექტორი ალექსეი მუხინი კი მიიჩნევს, რომ საქართველოს გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყო აშშ-ის სურვილით, ეხილა რუსეთი ვმო-ში. თუმცა, ექსპერტი ვარაუდობს, რომ რუსეთი ამ მხრივ შემდგომი ნაბიჯების გადადგმას არ იჩქარებს.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ქართული მხარე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შვეიცარული მხარის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტს დათანხმდა.
როგორც ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძემ განაცხადა, ეს არის კომპრომისული შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი ხდება საქართველო-რუსეთის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარზე შემოსული ყველა ტვირთის საერთაშორისო მონიტორინგი, რაც ამ ხნის განმავლობაში არ ხდებოდა.
თორნიკე გორდაძის განმარტებით, მონიტორინგი სპეციალური მონიტორების მიერ განხორციელდება. ასევე, მიღწეულია შეთანხმება ტექნოლოგიაზე, რომლის საშუალებითაც ინფორმაციის გაცვლა მოხდება.