Eonline-მა ჰოლივუდის ტოპ-მონსტრი გამოავლინა

Eonline-მა ჰოლივუდის ტოპ-მონსტრი გამოავლინა

ამერიკულმა საიტმა eonline, ჰოლივუდის ყველაზე საშიში გმირი გამოავლინა. პირველი ადგილი ჰარი პოტერის პერსონაჟმა, ლორდმა ვოლდემორმა დაიკავა.

კონკურსი ხმის მიცემის მეთოდით ჩატარდა. ტომ რიდლმა (იგივე ლორდმა ვოლდემორმა) ხმების 52% დააგროვა. მეორე ადგილზე კი ხმათა 48%-ით ფრედი კრუგერი გავიდა.

კონკურსი "ჰელოუინის" დღესასწაულთან დაკავშირებით გაიმართა. მასში მონაწილეობა ჰოლივუდის 40-მა საშიშმა პერსონაჟმა მიიღო.

მათ შორის იყვნენ დრაკულა, ჯეისონ ვურჰესი, სტეფან სალვატორე, ლუციფერი და სხვა.

მომზადებულია uk.eonline.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს