დიდ ბრიტანეთში, ედიბურგის აუქციონზე დედოფალ ვიქტორიას ქვედა საცვლები გაიყიდება.
დედოფლის გამონაცვალი თითოეული თეთრი აბრეშუმის საცვლის საწყისი ფასი 3 ათას ფუნტია. ცალკე ლოტად არის გამოტანილი დედოფლის მაქმანებიანი ღამის პერანგი და აბრეშუმის წინდები.
აუქციონზე დედოფლების პირადი თეთრეული პირველად არ გააქვთ. გასულ წელს უკვე გაიყიდა გაერთიანებული სამეფოს ამჟამინდელი მონარქის, ელისაბედ მეორის არშიებიანი საცვალი. სავარაუდოდ, დედოფალს ის თვითმფრინავში მგზავრობისას დარჩა.
დედოფალი ვიქტორია გაერთიანებული სამეფოს ტახტზე 1838 წელს 18 წელის ასაკში ავიდა და 63 წლის განმავლობაში, ყველა ბრიტანელ მონარქზე დიდხანს მეფობდა. მისი მმართველობის პერიოდს უკავშირდება ცნება - ვიქტორიანული მორალი, რისი მიზეზიც დედოფლის მკაცრი პურიტანული ცხოვრების წესი გახდა.
დედოფალი თავის ქვეშევრდომებსაც მკაცრ მორალურ შეზღუდვებს უწესებდა. მიჩნეულია, რომ მისი მეფობის დროს ბრიტანეთში რეპროდუქციული ასაკის ქალთა 40% გაუთხოვარი რჩებოდა.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.