სუსტი სქესის წარმომადგენლები ხშირად მალავენ ინტიმური ცხოვრების დეტალებს, თუმცა ახალმა კვლევამ, რომელიც გერმანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს, დაადგინა, რომ სიარულის მანერა ქალის სექსუალურ ცხოვრებაზე მეტყველებს.
მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ თუ ქალი ენერგიულად დადის, ორგაზმს ხშირად განიცდის. ხოლო მათ, ვინც მძიმედ და დინჯად მოძრაობს, აშკარა პრობლემები აქვს სექსუალურ ცხოვრებაში.
კვლევაში მონაწილეობა ასობით მოხალისე ქალმა მიიღო. მათ თავდაპირველად სთხოვეს ანკეტის შევსება, სადაც გულახდილად ისაუბრებდბენ თავიანთ ინტიმურ ცხოვრებაზე, შემდეგ კი ბერლინის ცენტრალურ უბანში გასეირნება შესთავაზეს.
შედეგები ჟურნალ Sexual medicine-მა გამოაქვეყნა.
მომზადებულია newsbang.net-ის მიხედვით.