ამოუხსნელი და სასიკვდილო ვირუსებით გამოწვეული ეპიდემიები ჰოლივუდის ფილმების ყველაზე პოპულარული სიუჟეტებად იქცა. რეჟისორმა სტივენ სოდებერგმა ახალ ფილმში "დაავადება" სწორედ ამგვარი პანდემია განასახიერა, უფრო სწორედ აღწერა, რას გამოიწვევს ვირუსით მასობრივი ინფიცირება ამერიკის შეერთებულ შტატებში. ფილმის სიუჟეტში სიკვდილის გამოწვევი ვირუსი ჰონგკონგიდან ვრცელდება და მისი კოდის გაშიფვრას უამრავი მეცნიერი უშედეგოდ ცდილობს. ფილმის გადაღების პერიოდში რეჟისორს კონსულტაციას კოლუმბიის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი იან ლიპკინი უწევდა.
ლონდონის უნივერსიტეტის ვირუსოლოგის, მერი ჯონის მტკიცებით, მოვლენათა ასეთი განვითარება მართლაც მოსალოდნელია. როგორც ფილმში, ასევე რეალურ ცხოვრებაში ვირუსი ძირითადად ხელებით ვრცელდება და არა ხველით ან ცემინებით. ამიტომ ეპიდემიისას განსაკუთრებით საშიში ხდება კარის სახელურები, ხელის დაბანა კი უფრო ეფექტურ პროფილაქტიკა იქნება, ვიდრე ნიღბის ტარება. ვირუსი განუწყვეტლივ მუტაციას განიცდის, ამიტომ უნივერსალური ვაქცინის შექმნა შეუძლებელი ხდება. ყოველი ახალი შტამის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას თითქმის ერთი თვე სჭირდება. ამ დროის განმავლობაში კი უამრავი ადამიანი შეიძლება დაიღუპოს.
ყველაზე უარესი სცენარი, რასაც ეპიოდემიოლოგები პროგნოზორებენ, ღორის და პრინველის გრიპის ვირუსების შერწყმაა.
"ამ შემთხვევაში მივიღებთ სასიკვდილო და უსწრაფესად გავრცელებად ვირუსს, სწორედ ისეთს, როგორიც სოდებერგის ფილმშია აღწერილი. ერთხელ უკვე გაჩნდა ასეთი შტამი. საუბარია 1918 "ესპანური გრიპის" სახელით ცნობილ ვირუსზე, რომელმაც თითქმის 100 000 ადამიანი იმსხვერპლა. იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანები მსოფლიოში უფრო აქტიურად მოგზაურობენ, შეიძლება კიდევ უფრო მასშტაბური ეპიდემია გავრცელდეს. ესაა თანამედროვე საზოგადოების მთავარი საშიშროება და მისი აქილევსის ქუსლი", - აცხადებს ლონდონის უნივერსიტეტის ვირუსოლოგი.
მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით.