"დიდი ოცეულის" წევრი ქვეყნების ლიდერები 2011 წლის ბოლომდე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის შესაძლო გაწევრიანებას მიესალმებიან.
მათი აზრით, აღნიშნული ფაქტი გახდება კონკრეტული და მნიშვნელოვანი სიგნალი რუსეთისა და საერთაშორისო პარტნიორების თანამშრომლობის საკითხში. ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.
"დიდი ოცეულის" სამიტის დასასრულს მიღებულ განცხადებაში, რომელიც ვაჭრობის საკითხებს ეხება, ნათქვამია, რომ რუსეთს ეძლევა შესაძლებლობა, მისმა უდიდესმა ეკონომიკამ მსოფლიო ეკონომიკის სისტემაში საკუთარი ადგილი დაიკავოს. დიდი ოცეულის წევრი ქვეყნების განცხადებით, შესაძლებელი გახდება ამ ქვეყნების ექსპორტი რუსეთის ბაზარზე გაფართოვდეს.