არქეოლგებმა ალექსანდრე მაკედონელის საფლავი და აღთქმის კიდობანი იპოვეს

არქეოლგებმა ალექსანდრე მაკედონელის საფლავი და აღთქმის კიდობანი იპოვეს

ბერძენმა მეცნიერებმა იმპერატორ ალექსანდრე მაკედონელის სამარხსა და აღთქმის კიდობანს მიაკვლიეს. ამ უნიკალური აღმოჩენის შესახებ საბერძნეთის საინფორმაციო საშუალებებს არქეოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნიკოლაუს კუმარდისმა აცნობა. მისი განცხადებით, მათ ხელთ არსებული ახალი მასალა შესწავლის პროცესშია და თუ მათი ვარაუდები დადასტურდა, ის 21-ე საუკუნის უდიდესი აღმოჩენა გახდება.

გათხრები საბერძნეთის კუნძულ ტასოსზე ჩატარდა. ამ კუნძულს ყოველწლიურად ათასობით მოყვარული არქეოლოგი სტუმრობს, რადგან ძველი ლეგენდების მიხედვით მის წიაღში დიდი რაოდენობით თვითნაბადი ოქროა. სწორედ მოყვარულ არქეოლოგთა მიერ ტასოსის სხვადასხვა რაიონში ნაპოვნი ნივთები გახდა მეცნიერების დიდი აღმოჩენის საფუძველი.

კუმარდისის განმარტებით, მოყვარულთა მიერ ნაპოვნმა ფრაგმენტებმა მათთვის ცხადი გახადა, რომ მაკედონელის დაკარგული საფლავი და ებრაელთა მთავარი სიწმინდე - აღთქმის კიდობანი სწორედ კუნძულ ტასოსზეა.

აღთქმის კიდობანი ძველ ებრაელ ხალხს ეკუთვნოდა, რომელშიც, ბიბლიის თანახმად, თიხის ფირფიტებზე ამოკვეთილი 10 მცნება ინახებოდა.

მომზადებულია mouzenidis-travel.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს