გობის უდაბნოში, ამჟამინდელი მონღოლეთის ტერიტორიაზე პალეონტოლოგებმა დინოზავრების ბუდეს მიაგნეს, რომელშიც 15 ახლაგამოჩეკილი ნაშიერის ჩონჩხი აღმოჩნდა.
აშშ-ის როდ აილენდის უნივერსიტეტის პალეონტოლოგები ვარაუდობენ, რომ ბუდე დაახლოებით 70 მლნ წლისაა. ეს პირველი აღმოჩენაა იმის დასტურად, რომ დინოზავრები საკუთარ ნაშიერებზე ზრუნავდნენ.
15 ჩონჩხიდან მეცნიერებს 10 აბსოლუტურად დაუზიანებელი დახვდათ. პატარა დინოზავრები 70 სმ. დიამეტრის ბუდეში თავისუფლად თავსდებოდნენ.
დინოზავრები დედამიწაზე 250-150 მლნ წლის წინ ცხოვრებდნენ. მათ გადაშენებას კლიმატის მკვეთრი ცვლილებებით ხსნიან.
დინოზავრების ნაშთები ყველა კონტინენტზეა შემორჩენილი. საქართველოში კი მათი გაქვავებული ნაკვალევი სათაფლიაში, ქუთაისის მახლობლად არის შემორჩენილი.
მომზადებულია cnews.canoe.ca-ს მიხედვით.