მსოფლიში ყველაზე პატარა ქუჩა შოტლანდიაში, ქალაქ უიკში მდებარეობს. Ebenezer Place-ის სიგრძე 206 სანტიმეტრია.
1883 წელს ორი ქუჩის კვეთაზე სასტუმრო Mackays ააშენეს. იმის გამო, რომ სასტუმროს ფანჯრები ორივე ქუჩაზე გადიოდა, ხოლო შენობა არცერთი მილიმეტრით არ იყო გადასული რომელიმე ქუჩის ტერიტორიაზე, ქალაქის ადმინისტრაციამ ვერაფრით გადაწყვიტა, რომელი ქუჩა უნდა ქცეულიყო სასტუმროს მისამართად.
ამიტომ მუნიციპალიტეტმა ახალი ქუჩა დააარსა. მას Ebenezer Place-ი ქვია და ქუჩაზე მხოლოდ ერთი შენობა დგას.
206 სანტიმეტრიანი ქუჩა გინესის რეკორდების წიგნში 2006 წელს მოხვდა. მანამდე ყველაზე პატარა ქუჩად 5 მეტრის სიგრძის ელგინ-პლეისი ითვლებოდა, რომელიც ინგლისში მდებარეობს.
მომზადებულია environmentalgraffiti.com-ის მიხედვით.