ეინშტეინის ტვინს მუზეუმში გამოფენენ

ეინშტეინის ტვინს მუზეუმში გამოფენენ

ალბერტ ეინშტეინის თავის ტვინს ფილადელფიის სამედიცინო მუზეუმში გამოფენენ. ტვინი დანაწევრებულია, ამიტომ ექსპოზიციაში მისი 46 უბანი განთავსდება. მათ შორის ერთი - მიკროსკოპის ქვეშ.

გამოფენის ორგანიზატორთა განცხადებით, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ცნობილი გენიოსის ტვინის თავისებურებას დააკვირდნენ, რომელიც მეცნიერებისთვის დღემდე აუხსნელია. ეინშტეინის ტვინს, მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერი ხანდაზმულ ასაკში გარდაიცვალა, სიბერის არავითარი კვალი არ აქვს. ისე გამოიყურება, თითქოს, ახალგაზრდა ადამიანს ეკუთვნოდა.

"მას არა აქვს პიგმენტები, რაც ასაკოვანი ადამიანის ტვინისთვის არის დამახასიათებელი. სისხლძარღვები კი შესანიშნავ ფორმაშია. სიბერის არავითარი ნიშანი არ არის", - ამბობს ფილადელფიის ჰოსპიტალის ექიმი, ლუსი ლორკ-ადამსი.

თავის დროზე ეინშტეინის ტვინი მკვლევარების ხელში ხმაურინი სკანდალის შედეგად მოხვდა. პათოლოგ-ანატომმა ტომას ჰარვიმ, რომელიც მეცნიერის გაკვეთაზე მუშაობდა, პროცედურისას სხეულს თავის ტვინი ამოაცალა. მას მასალა სჭირდებოდა იმის გამოსაკვლევად, რამდენად განსხვავებულია გენიოსის ტვინი ჩვეულებრივი ადამიანისგან. მეცნიერული მიზანი მას სამსახურის დაკარგვად დაუჯდა - ეინშტეინის ნათესავებმა ექიმს თავნებობა არ აპატიეს. 

გენიოსის ტვინის შესწავლა კვლავ გრძელდება. მკვლევარები ცდილობენ დაადგინონ, რა განსაზღვრავს გენიას - ტვინის აგებულების თავისებურება თუ უნიკალური აზროვნება. 

ეინშტეინი 76 წლის ასაკში მუცლის აორტის გასკდომის შედეგად გარდაიცვალა.

მომზადებულია cbs.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს