ეროტიკის ყურება ტვინს ავარჯიშებს

ეროტიკის ყურება ტვინს ავარჯიშებს

ეროტიკული ფოტოებისა და ვიდეოკადრების ყურება ტვინს ანვითარებს, - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ფინელი მეცნიერები, რომლებიც ადამიანს სწორედ "სიშიშვლის" ამსახველი მასალის თვალიერების პროცესში აკვირდებოდნენ.

აღმოჩნდა, რომ "ეროტიკული" სცენების ყურება თავის ტვინის გარკვეულ უბნებს ააქტიურებს და მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს სტიმულს აძლევს.

ტვინი შიშველი ადამიანის სხეულს 0,2 წამის განმავლობაში აღიქვამს, როცა ჩაცმული ადამიანის აღსაქმელად ორჯერ მეტი დრო სჭირდება. 

ექსპერიმენტის მონაწილეებს როგორც ჩაცმული, ასევე გახდილი ქალებისა და მამაკაცების ფოტოები დაურიგეს. შედეგებში საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა - მამაკაცები შიშველი ქალების სხეულებზე ბევრად უფრო სწრაფად რეაგირებდნენ, ვიდრე გახდილ მამაკაცებზე. ქალების ტვინისთვის კი სულ ერთი აღმოჩნდა, რომელი სქესის წარმომომადგენელია მის წინაშე - გახდილ ქალზეც და მამაკაცზეც ქალის ტვინის უჯრედები ერთნაირად მძაფრად რეაგირებენ.

თუ ფინელი მეცნიერების დასკვნები სხვა ექსპერიმენტებითაც დადასტურდება, გამორიცხული არ არის მომავალში რაიმე მნიშვნელოვანი ინტელექტუალური საქმიანობის წინ ეროტიკული ჟურნალის თვალიერებას რეკომენდაცია გაუწიონ.

მომზადებულია Daili Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს