"აყვავებული" ნათურების მინდორი

"აყვავებული" ნათურების მინდორი

ბრიტანელმა ნათურების ექსპერტმა ბრუნო მანრომ Holburne-ის მუზეუმის ეზო ხელოვნების ნიმუშად აქცია. მან მუზეუმის ტერიტორიაზე 5000 საახალწლო ნათურა "დარგო". ეს უცნაური გამოფენა საჯაროდ შაბათს გაიხსნება.

სფეროს ფორმის ნათურები საერთო გამნათებელთან ბოჭკოვანი კაბელებით არის დაკავშირებული, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ ყოველი მათგანი ერთნაირ, ან სხვადასხვა ფერად აინთოს.

"ნათურების მინდვრის" შექმნის იდეა ბრუნოს 20 წლის წინ, ავსტრალიაში ვიზიტისას გაუჩნდა.

დღის განმავლობაში ბრუნოს "აყვავებული ნათურები" გამორთულია, ხოლო როგორც კი შებინდდება, ისინი სხვადასხვა ფერად ინთებიან.

"ვიმედოვნებ, მუზეუმის სტუმრები ისიამოვნებენ ამ სანახაობით. ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემი ნამუშევარი ადამიანებს კარგ ხასიათზე დააყენებს და ღიმილს მოჰგვრის", - განაცხადა ხელოვანმა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს