უკრაინელმა მამაკაცებმა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით ირბინეს

უკრაინელმა მამაკაცებმა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით ირბინეს

კიევში ათეულობით მამაკაცმა ქალის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩაიცვა და მასობრივი გარბენი მოაწყო. აქციით - "ჩაიცვი მისი ფეხსაცმელი", მამაკაცებმა ქალთა მიმართ ძალადობა გააპროტესტეს. 

"უკრაინაში ცნობილი გამოთქმა არსებობს - თუ გინდა ადამიანს გაუგო, ცოტა ხნით მისი ფეხსაცმელი უნდა მოირგოო. მამაკაცებმაც ამგვარად სცადეს გაეთავისებინათ ქალის ყოფა. ამოცანის გასართულებლად მათ ხელში თოჯინა-ბავშვი და პროდუქტებით სავსე ჩანთებიც დავაჭერინეთ", - აცხადებენ ორგანიზატორები.

ორიგინალური მარათონი 10-დღიანი სოციალური მოძრაობის ნაწილია, რომელიც ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ არის მიმართული. მისი ორგანიზატორია უკრაინელი ქალებისა და ბავშვების უფლებების დაცვის პროექტი, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს.

ოფიციალური მონაცემებით, ყოველწლიურად უკრაინაში 1000 ქალი ოჯახური ძალადობის შედეგად იღუპება. ეს მონაცემები სიმბოლურია რეალურ ციფრთან შედარებით, რადგან მხოლოდ 35-დან 7 ქალი მიმართავს დასახმარებლად სამართალდამცავ ორგანოებს. მოძალადეები, ძირითადად, ქმრები და პარტნიორები არიან. უკრაინაში 17-21 წლის ქალთა 20% ერთხელ მაინც ყოფილა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. 

მომზადებულია telegraf.by-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს