მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებს ამიერიდან შესაძლებლობა ეძლევათ, გაიგონ, თუ რას გრძნობს ჩიტი ძლიერი ქარის დროს ბუდეში - გერმანიაში ექსტრემალი ტურისტებისთვის სასტუმრო - High Ropes Forest გაიხსნა. სასტუმროს ნომრები პატარა კარვებია, რომლებიც უზარმაზარი ხეების ტოტებზე კიდია.
კარავი სუსტი ნიავის დროსაც კი სხვადასხვა მიმართულებით ქანაობს, ასეთი "ნომრიდან" დამოუკიდებლად გამოსვლას ვერ შეძლებთ.
თუმცა ეს ყველაფერი არ არის - სასტუმროს "ნომრის კედლები", ფაქტობრივად, გამჭვირვალეა. როცა კარავში სინათლე ანთია, გარედან მისი ბინადრების სილუეტები ჩანს. ამ ყველაფრის მიუხედავად, სასტუმრო High Ropes Forest სტუმრების დეფიციტს არ უჩივის.
მომზადებულია Mobbit.info-ს მიხედვით.