კაცობრიობის დასასრული: როდის "ამოიწურებიან" ქალები დედამიწაზე

კაცობრიობის დასასრული: როდის "ამოიწურებიან" ქალები დედამიწაზე

დაახლოებით 3200 წელს უკრაინა, პოლონეთი, გერმანია და რუმინეთი უკაცრიელი იქნება. სწორედ ამ დროისთვის გაჩნდება ამ ქვეყნებში უკანასკნელი ქალი. ევროპას, აზიას და აფრიკას დემოგრაფიული თვალსაზრისით, სამხრეთ ამერიკა აჯობებს: ბრაზილიელები გამრავლებას დაახლოებით 5000 წლამდე შეძლებენ.

ამ დასკვნებს ბრიტანული გამოცემა The Economist-ი აკეთებს. გამოცემის გამოქვეყნებულ სტატიაში დეტალურად არის აღწერილი სხვადასხვა ქვეყნებში ქორწინებისა და შობადობის მაჩვენებლები. სტატიაში დიდი ყურადღება ეთმობა აზიაში არსებულ პრობლემებს: მიუხედავად ოჯახზე ორიენტირებული კონფუციური ეთიკისა, იქ ქალები სულ უფრო იშვიათად და გვიან თხოვდებიან.

მაგალითად, ტაივანში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და ჰონკონგში, სტატისტიკურად ქალები 29-30 წლის ასაკში, ხოლო მამაკაცები 31-33 წლის ასაკში ქორწინდებიან. აზიელები ევროპელებზე გაცილებით გვიან ქმნიან ოჯახებს. საშუალოდ, ამერიკელი ქალები 26 წლის, ხოლო მამაკაცები - 28 წლის ასაკში ოჯახდებიან.

ასობით განსხვავებული მონაცემის გათვალისწინებით, ბრიტანულმა გამოცემამ კონკრეტული ერისა თუ კონტინენტის აღსასრულის თარიღი გამოთვალა.

თუ გაინტერესებთ, რა ბედი ელის სამყაროს, იხილეთ ბმული.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს