ახალმა აღმოჩენამ "გოდების კედლის" ისტორია შეცვალა

ახალმა აღმოჩენამ "გოდების კედლის" ისტორია შეცვალა

არქეოლოგთა ახალმა აღმოჩენამ ებრაელთა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიწმინდის - გოდების კედლის აგების თარიღი შეცვალა. გავრცელებული ვერსიით, გოდების კედელი მეფე ჰეროდე დიდმა ააგო, თუმცა ძველი ებრაული აბანოს საძირკვლის ქვების ქვეშ აღმოჩენილი მონეტები მოწმობენ, რომ ის რომაელებმა ააშენეს. გათხრების შედეგად მკვლევარები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ჰეროდემ ტაძრის მხოლოდ სამი კედელი აღმართა, ხოლო მეოთხე - ანუ გოდების კედლის (დასავლეთის კედელი) აგება მან ვეღარ მოასწრო და ის მეფის გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ ააგეს. 

აღმოჩენილი მონეტები ჩვ.წ. აღ-ით 17-18 წლებით თარიღდება, ანუ ისინი მეფე ორდუსის გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ მოიჭრა. ადგილი, სადაც მონეტები აღმოჩნდა, იმის ალბათობას გამორიცხავს, რომ მონეტები საძირკველში შემთხვევით მოხვდა.

არქეოლოგები ამჟამად დანგრეული კვარტლების ადგილზე მუშაობენ. ისინი სახლებისა და ძველი აბანოების საძირკვლებს ასუფთავებენ. სწორედ ერთ-ერთი ასეთი აბანოს ტერიტორიაზე თლილი ქვების ქვეშ, რომლებითაც აბანოს იატაკი იყო მოპირკეთებული, აღმოჩნდა მონეტები - როგორც ჩანს, ისინი მშენებლებმა დაკარგეს.

ეს იმას ნიშნავს, რომ ისტორიის სახელმძღვანელოებში შესწორებები უნდა შეიტანონ და რომის ხელისუფლებასთან მეფე აგრიპა II ურთიერთობა თავიდან შეისწავლონ. შესაძლოა, მეფე სინამდვილეში რომისგან უფრო მეტად დამოუკიდებელი იყო, ვიდრე ეს დღემდე ეგონათ.

მომზადებულია israelinfo.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს