უნიტაზების მე-11 საერთაშორისო გამოფენაზე ოქროს უნიტაზი გამოიტანეს. გამოფენა სანიტარიის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
სამდღიანი გამოფენა ჰაიკოუში გაიმართა და მასზე 115 ეკოლოგიურად სუფთა უნიტაზი მსოფლიოს 15-მა ქვეყანამ წარადგინა.
წლევანდელ გამოფენას რამდენიმე თემა ჰქონდა - "უნიტაზი ეტიკეტი", "ჯანმრთელობა", "ცხოვრების მაღალი დონე" და "ტურიზმი".
გამოფენაზე 16 წლის გოგონამ გაიმარჯვა, რომლის მიერ შექმნილმა უნიტაზის დიზაინმა ყველა დაარწნუნა, რომ უნიტაზის მოხმარება ყველაზე უსაფრთხო და სანიტარული მხოლოდ მაშინაა, როდესაც ის ფლეშ ღილაკებით იმართება.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.