"საწოლში ჰიტლერთან" - აუქციონზე ფიურერის თეთრეული გააქვთ

"საწოლში ჰიტლერთან" - აუქციონზე ფიურერის თეთრეული გააქვთ

დიდ ბრიტანეთში მომავალ კვირას ადოლფ ჰიტლერის თეთრეულს აუქციონზე გამოიტანენ.

ბალიშის პირსა და ზეწარს, რომელზეც წრეში ჩახატული ნაცისტური ბორჯღალის თავზე - არწივი, წრის მარჯვენა და მარცხენა მხარეს კი ფიურერის ინიციალებია ამოქარგული, ბრისტოლში Dreweatts-ის აუქციონზე მომავალ სამშაბათს გაყიდიან.

"მსგავსი საგნები აუქციონზე გასაყიდად ძალიან იშვიათად გამოაქვთ", - განაცხადა Dreweatts-ის სააუქციონო სახლის სამხედრო ნივთების სპეციალისტმა მალკოლმ კლერიჯმა.

სავარაუდოდ, ამ თეთრეულს ჰილტლერის ოჯახი მიუნჰენში იყენებდა. ორივე ნივთი რამდენიმე წლის წინ გერმანიაში კერძო კოლექციონერისგან შეიძინეს.

"მას შემდეგ, რაც ევა ბრაუნმა და ჰიტლერმა 1945 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს, შინამოსამსახურე ანი ვინტერმა მათი მრავალი ნივთი პრინცრეგენშტრასეში წაიღო, რათა არ დაკარგულიყო. ბოლო წლების განმავლობაში აუქციონებზე ჰიტლერის კუთვნილი მრავალი სხვადსხვა ნივთი გამოჩნდა, განსაკუთრებით გერმანიაში", - განაცხადა კლერიჯმა.

Dreweatts-ის აუქციონზე ლოტის საწყისი ფასი, სავარაუდოდ, 4 700 დოლარი იქნება.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს