ყველაზე კრეატიული სილამაზის კონკურსები

ყველაზე კრეატიული სილამაზის კონკურსები

ცოტამ თუ იცის, რომ ტრადიციული სილამაზის კონკურსების გარდა, არსებობს კონკურსებიც, სადაც ნაკლზე აკეთებენ აქცენტს. 

წარმოგიდგენთ ყველაზე ორიგინალურ სილამაზის კონკურსებს:

1. მის ტიფანი

კონკურსის მიზანი არატრადიციული ორიენტაციის მქონე პირთა უფლებების დაცვაა. ”მის ტიფანი”, იგივე ”ტიფანის შოუ” ტაილანდში უკვე 37 წელია იმართება. მასში მონაწილეობას არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანები იღებენ. წელს შოუ კურორტ პიტაიაზე გაიმართა და მისი ტრანსლირება ნაციონალურ არხზე პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა. ”ტიფანის შოუ-2011" 15 მლნ-მა ადამიანმა იხილა.

2. მის პლასტიკა

თუკი ტრადიციული სილამაზის კონკურსებში ვერ მონაწილეობენ ის კონკურსანტები, რომლებსაც პლასტიკური ოპერაცია გაუკეთებიათ, უნგრეთის ”მის პლასტიკის” კონკურსზე პირიქით, მათ ჯილდოებს აძლევენ. ღონისიძება ბუდაპეშტში გაიმართა და მასში მონაწილეობა 18 წელს გადაცილებულმა ქალებმა მიიღეს.

პირველი ადგილის მფლობელს ბინა გადასცეს. პირველ ვიცე-მისს - ავტომობილი, ხოლო მესამე ადგილის მფლობელმა 10 000 დოლარის ღირებულების საიუველირო ნაწარმი მიიღო საჩუქრად. დაჯილდოვდნენ გამარჯვებულების პლასტიკური ქირურგებიც.

3. მისტერ მშვენიერი

ეს კონკურსი ყოველწლიურად იმართება ვენესუელაში, კარაკასში. მასში მონაწილეობას მხოლოდ მამაკაცები იღებენ, რომლებიც პოდიუმზე სპორტულ სამოსსა და საცურაო კოსტუმებში გამოდიან.

4. მის ბარბი

ვენესუელაში, რომელიც შესაძლოა სილამაზის კონკურსების მიხედვით მსოფლიო ლიდერად ვაღიაროთ, ყოველწლიური სილამაზის კონკურსი ბარბის თოჯინებს შორისაც ტარდება. კონკურსანტები საკუთარ სათამაშოებს მოსავენ, უკეთებენ მაკიაჟს და ვარცხნილობას. ასევე ფასდება ბარბის აქსესუარები და ფეხსაცმელებიც. ყოველ თოჯინას საკუთარი სახელი, გვარი და პროფესია აქვს.

5. მის გიგანტი

ეს კონკურსი იმისთვის იმართება, რომ საზოგადოების ყურადღება გადაშენების პირას მყოფ სპილოებს მიაპყრონ. უცნაური სილამაზის კონკურსის სამშობლო ტაილანდია. კონკურსში ის ქალბატონები იღებენ მონაწილეობას, რომლებიც თავიანთი წონით სპილოებს ”უტოლდებიან”. კონკურსანტებიდან არცერთი არ არის 90 კგ-ზე ნაკლები.

6. მის ასაკოვანი

ვაშინგტონში მოხუცებს შორის ყველაზე ლამაზებს ირჩევენ. კონკურსანტები 60 წელს ზემოთ არიან და ყოველი მათგანი სცენაზე სილამაზის და ელეგანტურობის გარდა, საკუთარი ნიჭის დემონსტრირებასაც ცდილობს.

7. მის ციხე

სილამაზის კონკურსი პატიმარ ქალებს შორის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იმართება. 2010 წლის ღონისძიების ფინალი ბრაზილიაში გაიმართა. მასში 10 ციხის ასობით პატიმარმა მიიღო მონაწილეობა. ციხეების ადმინისტრაციების აზრით, დეფილეში მონაწილეობა დამნაშავეების მორალურ მდგომარეობას აუმჯობესებს. კონკურსანტების უმეტესობა აღნიშნავს, რომ სილამაზის კონკურსი მათ ემოციებზე დადებითად მოქმედებს.

8. მის ორსული

ყოველწლიურად, 1 ივნისს, რომელიც ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღედ არის აღიარებული, ჩინეთში ორსულთა სილამაზის კონკურსი იმართება. 2009 წელს მასში მონაწილეობა 100-მდე ორსულმა მიიღო.

9. მის მსუქანი და ლამაზი

სილამაზის ამ კონკურსში მონაწილეობა იმ ქალებს შეუძლიათ, რომლებიც დაახლოებით 90კგ-ს იწონიან. კონკურსანტები გამოდიან საღამოს კაბებში. ღონისძიება, რომელიც უკვე 15 წელია იმართება, ქალებს მოუწოდებს, საკუთარი თავი ისეთი უყვარდეთ, როგორებიც არიან და არ მიაქციონ ყურადღება სილამაზის სტანდარტულ ნორმებს.

10. მის სამხრეებიანი სილამაზე

ეს კონკურსი რუსეთში იმართება და მასში სამხედროები იღებენ მონაწილეობას. კონკურსანტებს ამოწმებენ საკვების მომზადებაში, საბანკეტო ცეკვებსა და იარაღთან ურთიერთობაში.

11. მის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი

ეს კონკურსი 2008 წელს ანგოლაში გაიმართა და მასში მონაწილეობა იმ ქალებმა მიიღეს, რომლებიც ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აფეთქების შემდეგ დაშავდნენ. ღონისძიების მიზანია, საზოგადოებამ დაშავებული ქალების ბედი გაითავისოს და მათ სოლიდარობა გამოუცხადოს.

12. ბოშათა სილამაზის და ტრადიციული ცეკვების კონკურსი

ბოშათა დიდი ნაწილი რუმინეთში ცხოვრობს. მათი სილამაზისა და ტრადიციული ცეკვების კონკურსი 2011 წლის მარტში გაიმართა. კონკურსანტებს ცეკვის მონაცემებითა და გარეგნობით აფასებდნენ.

მომზადებულია kolyan.net-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს