რუსეთის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ახალგაზრდული მოძრაობა НаХ-НаХ ორიგინალურ კონკურსს აცხადებს. მათ თავიანთი ვებ-გვერდის მომხმარებლებს კამპანია "ყველას წინააღმდეგ" ფარგლებში "ყველაზე ორიგინალურად გაუქმებული ბიულეტენების კონკურსი" შესთავაზეს.
მოძრაობის წევრებს მიაჩნიათ, რომ ხმის მიცემით "ყველას წინააღმდეგ" გაცილებით ადრე შეცვლიან პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში, ვიდრე რომელიმე პარტიის მხარდაჭერით. ამიტომ არასწორად შევსებული და გაუქმებული ბიულეტენის ყველაზე კრეატიულ ავტორს საჩუქრებსაც ჰპირდებიან.
კონკურსში მონაწილეობისთვის ამომრჩეველს, საარჩევნო კაბინაშივე ორიგინალურად შევსებული ბიულეტენისთვის ფოტო უნდა გადაეღო.
კონკურსის შედეგების გამოქვეყნებას მოძრაობა "სოლიდარობის" ლიდერი ბორის ნემცოვი საკუთარ ბლოგზე აპირებს.
მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.