ყველაზე გრძელი თმა მსოფლიოში

ყველაზე გრძელი თმა მსოფლიოში

55 წლის ჩინელ ქალს, ნი ლიმნეის 14 წელი თმა არ შეუჭრია. ის დღეს გინესის რეკორდების წიგნში შევიდა. მისი თმის სიგრძე 2.5 მეტრია.

ნი ორი შვილის დედაა, წარმოშობით ტაიუანიდან არის და ძალიან ამაყობს თავისი თმით, მიუხედავად იმისა, რომ მათი მოვლა საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს.

ამასთან, ქალი არც კი ფიქრობს თმის შეჭრაზე, მისგან პარიკის გაკეთებასა თუ სხვა შემოთავაზებებზე.

იმისათვის, რომ თმა დაივარცხნოს, ნი ლიმნეის რამდენიმე საათი სჭირდება, ხოლო რა დროს ანდომებს მის დაბანას, ამაზე დუმს. ის ასევე არ საუბრობს იმაზე, თუ რა თანხა ეხარჯება შამპუნებსა და თმის მოვლის საშუალებებში.

გინესის რეკორდების წარმომადგენლებმა, ნის უკვე შესთავაზეს საკუთარ თმებზე წიგნის დაწერა.

მომზადებულია guinnessworldrecords.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს