მოეფერე მკერდს და მიიღე ლუდი!

მოეფერე მკერდს და მიიღე ლუდი!

ლვოვში ტურისტებს "ლუდის მკერდით" იზიდავენ. ქალაქის ერთ-ერთ ბარში ვენერას ქანდაკების მიხედვით შექმნილი ლუდის აპარატი დადგეს, რომელის მკერდიდან ლუდი მოედინება.

"იმისათვის, რომ სასმელი მიიღოთ, საჭიროა მის მკერდს ძალიან ნაზად და ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირად მოეფეროთ. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, ლუდი გარანტირებულია", - განაცხადა ბარის თანამშრომელმა.

სკულპტურის მკერდში სპეციალური სენსორია ჩამონტაჟებული, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა შეეხონ ლუდის მსურველები ამ უცნაურ დანადგარს იმისთვის, რომ სასურველ შედეგს მიაღწიონ.

კონცეფციის ავტორის იგორ ლილოს განცხადებით, მსოფლიოში უამრავი ლუდის აპარატი არსებობს, მაგრამ "ლუდის მკერდი" ერთადერთია. ეს მკერდი სალვადორ დალის სტილშია გადაწყვეტილი.

"ბავშვობაში მამაკაცებს რძის სმა უყვართ, ასაკში კი ლუდს ეტანებიან. გარდა ამისა, მამაკაცს უჭირს მკერდისთვის თავის დანებება", - განაცხადა იგორმა.

ლუდის სკულპტურას არ აქვს თავი. მისი შემქმნელის განცხადებით, ეს სპეციალურადაა გაკეთებული, რათა კლიენტებმა მის ადგილას სასურველი ქალი წარმოიდგინონ.

უცნაური ლუდის ჩამოსასხმელი აპარატი ძალიან პოპულარულია არა მხოლოდ მამაკაცებში, არამედ ქალებშიც.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს