სომხეთში მინი ფარული კამერით აღჭურვილი ნივთები იყიდება. მათი შემომტანი კომპანია მომხმარებელს საწერ კალმებს, კომპიუტერის "ფლეშკებს", სანთებელებს და სხვადასხვა სუვენირებს სთავაზობს, რომლებშიც თვალისთვის შეუმჩნევლად ფარული ვიდეოკამერაა ჩამონტაჟებული.
ახალი პროდუქტის შესახებ სომხური გამოცემა "ჟოხოვურდი" წერს. მისი ინფორმაციით, ამ ნივთების ფასი 12000 დრამიდან 30 000 დრამამდე (50-130 ლარი) მერყეობს და ისინი ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე იყიდება.
"ამ ნივთების მფლობელს შეუძლია ნებისმიერი ადამიანის პირადი ცხოვრების უფლება შელახოს. როცა დავინტერესადით, შეზღუდულია თუ არა მათი გაყიდვა, კომპანიაში გვითხრეს, რომ ვინაიდან ამ ნივთებმა სომხეთის საზღვარი გადაკვეთეს, მათი გაყიდვაც ნებადართულია", - წერს გამოცემა.
მომზადებულია news.am-ის მიხედვით.