მალთაყველი მებადურები - ”ახლა წყალში ვდგავართ და ცეცხლი გვიკიდია, ოღონდ არა ხუმრობით”

მალთაყველი მებადურები - ”ახლა წყალში ვდგავართ და ცეცხლი გვიკიდია, ოღონდ არა ხუმრობით”

საქართველოს მთავრობის მიერ ტყეების იჯარით გაცემამ, ნაკრძალებსა და აღკვეთილებში კი გარკვეულ საფასურად ნადირობის ნებართვის დაშვების შესაძლებლობამ, საზოგადოებაში მძაფრი უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ნაკრძალებში ნადირობის დაშვების შესახებ კანონპროექტი ხელისუფლებამ შეაჩერა, მაგრამ, სავარაუდოდ, მხოლოდ დროებით. სამაგიეროდ, წინ წამოიწია გიგანტური ჰესების მშენებლობამ, რომლებიც სვანეთისა და რაჭის ულამაზეს სოფლებს წყალსატევების ფსკერზე ჩაიტანს, უნიკალურ ბუნებრივ ლანდშაფტებს კი სამუდამოდ გაანადგურებს...

ტოტალური შეტევა საქართველოს ბუნებაზე! - ასე დავასათაურეთ ცოტა ხნის წინ ჩვენი ერთ-ერთი პუბლიკაცია. ვეცდებით, თქვენთან ერთად, მეტი ყურადღება დავუთმოთ გარემოს დაცვის საკითხებს, რადგან მიგვაჩნია, რომ საქართველოს ბუნებას გამოუსწორებელი განსაცდელი ემუქრება.

"გურია ნიუსმა" დაცულ ტერიტორიებზე, ბუნების ტრფიალთა კვალდაკვალ, ერთი კვირის მანძილზე იმოგზაურა და ჩვენი ეგზოტიკური ფლორისა და ფაუნის ლაბირინთებში ბუნების არაერთ მოყვარულს შეხვდა - ძველ მონადირეებს, მეთევზეებს, საოცარ ენთუზიასტებს... ზოგს სამონადირეო ტურიზმისა და ბაზიერთა კლუბიც აქვს ჩამოყალიბებული, ითხოვენ დახმარებას, წერენ პროექტებს, მაგრამ უშედეგოდ. დავუკავშირდით დაცული ტერიტორიების სააგენტოს, სხვადასხვა ნაკრძალისა თუ ეროვნული პარკის ხელმძღვანელს, რომელთაგან არაერთგვაროვანი, ზოგჯერ ბუნდოვანი პასუხი მივიღეთ. ამ ყველაფრის შესახებ, თანმიმდევრობით მოგითხრობთ.

სტატიის პირველ ნაწილში იმ სოციალურად დაუცველ ფენასთან შეხვედრის დეტალებზე ვისაუბრებთ, ვინც ყველაზე უკეთ იცის დაცული ტერიტორიების ფასი. რამდენად დასაშვებია მისი იჯარით გაცემა ან იქ ნადირობის ნებართვის დაშვება. ისინი დაცულ ტერიტორიებთან "თევზაობენ” ლუკმა-პურს, თავს ასე ირჩენენ და ყველაზე უკეთ ერკვევიან, რა უჭირს და ულხინს ჩვენს ფლორასა და ფაუნას.

მალთაყველ მებადურებთან

ძველი ნავებით მებადურთა ჯგუფები "მრისხანე მეკლიტურის" ნაპირს ფაციფუცით მოადგნენ და ახლად დაჭერილი თევზის გროვა გადმოიტანეს.

მათი საქმიანობა წამებს ითვლის, იქვე ახლოს პატარა მაღაზიაა, რამდენიმე მყიდველიც იცდის, რომელთა შორის, უფრო პროფესიული მოსაზრებით, ჩვენც ჩავდექით...

(სრული ვერსია იხილეთ აქ)

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა