თელავის კულტურის სახლი ელიტურ კორუფციას შეეწირა?

თელავის კულტურის სახლი ელიტურ კორუფციას შეეწირა?

მოძრაობა "თავისუფალი საქართველოს" კახეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიორგი მოსიაშვილის მტკიცებით, თელავის კულტურის სახლის შენობის გაყიდვა, სადაც იუსტიციის სახლი უნდა ააშენონ, ელიტური კორუფციაა.

მოსიაშვილის თქმით, ხელისუფლებამ შენობა ჯერ გაყიდა, შემდეგ კი იყიდა. "რამდენ ლარად გაყიდა, ეს გააცხადა, მაგრამ რამდენად იყიდა უკან, ამას მალავს. ამით წააგო თელავის მოსახლეობამ და მოიგო ვიღაცამ. ვინ დგას ამ "ვიღაცის" უკან გასაიდუმლოებულია", - განაცხადა მოსიაშვილმა.

მისივე თქმით, ცდილობდა შენობის ყიდვა-გაყიდვის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია მოეპოვებინა, თუმცა ეკონომიკის სამინისტროსგან ეს ცნობა ვერ მიიღო.

კულტურის სახლი რამდენიმე წლის წინ აუქციონზე გაიყიდა და ის სახელმწიფომ მიმდინარე წელს იუსტიციის სახლის მშენებლობისთვის უკან გამოსყიდა. ძველი შენობა უკვე დაანგრიეს.

კულტურის სახლში არასამთავრობოები და ოპოზიციური პარტიები შეხვედრებს მართავდნენ.

რადიო ”ჰერეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა