ფინეთის იგლუ-სოფელი

ფინეთის იგლუ-სოფელი

როდესმე გიოცნებიათ გეცხოვრათ იგლუში? - სასტუმრო kakslautanen-ი თავს იგლუ-სოფელში გაგრძნობინებთ. ფინეთში მდებარე ეს სასტუმრო  მსოფლიოში ყველაზე წყნარ და რომანტიკულ ადგილად მიიჩნევა.

სასტუმროში სამი ტიპის საძინებელია - მორისგან შექმნილი კაბინები, თოვლის იგლუ და მინის იგლუ.

როცა გარეთ ჰაერის ტემპერატურა მინუს 30 გრადუსამდე ეცემა, თოვლის იგლუს ნომერში ტემპერატურა 3-6 გრადუსამდე მერყეობს. იმისათვის, რომ თავი კომფორტულად და მშვიდად იგრძნოთ, სასტუმროს ადმინისტრაცია ყველა საჭირო ინვენტარით მოგამარაგებთ. 

თუ შედარებით თბილი ტემპერატურა გინდათ, მაშინ მინის იგლუ უნდა აირჩიოთ. სპეციალური თერმული მინის წყალობით აქ, ოთახის ნორმალური ტემპერატურა დაგხვდებათ. მინა არასდროს იყინება და ადამიანს ყოველთვის აქვს შესაძლებლობა, დატკბეს ბუნების სილამაზით. მინის იგლუ აღჭურვილია მდიდრული საწოლებითა და სააბაზანოთი. გარდა ამისა, შეგიძლიათ საუნით დატკბეთ.

მათთვის კი, ვისაც განმარტოება სურს, მორის კაბინებში ძილი საუკეთესო გამოსავალია. თითოეულ კაბინას საშხაპე, კომპაქტური სამზარეულო, საუნა და ბუხარი აქვს. ზამთრის არდადეგების გასატარებლად ეს მსოფლიოში საუკეთესო ადგილია.

იგლუ - კანადელი ესკიმოსების საცხოვრებელია. ის თოვლის ბლოკებისგან შენდება და გუმბათისებურ კონსტრუქციას წარმოადგენს. იგლუს დიამეტრი 3-4 მეტრია, ხოლო სიმაღლე - 2 მეტრი. ეს უნიკალური არქიტექტურაა: მისი ბლოკები სპირალურად ლაგდება ისე, რომ კედლები თავისუფლად იტანს სახურავის სიმძიმეს, ხოლო ჭერის სავენტილაციო ხვრელი თოვლს გადნობის საშუალებას არ აძლევს.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს