კოლუმბიის ქალაქ მედელინში გიგანტური ესკალატორი გაიხსნა. მას ქალაქის ღარიბი მოსახლეობა ქოხმახების დასახლებიდან ქალაქის ცენტრში აჰყავს, რომელიც მაღალ ფერდობებზეა განთავსებული.
დღემდე დასახლება "კომუნა 13"-ის მცხოვრებლებს ქალაქის ცენტრში მოსახვედრად გრძელი კიბის ავლა უწევდათ. ახლა მათ შეუძლიათ 384 მეტრი სიგრძის ესკალატორით სარგებლობა, მგზავრობის ფასი 7 მლნ დოლარია. ქალაქის მერის თქმით, ეს მსოფლიოში პირველი პროექტია, რომელიც მხოლოდ ღარიბებზეა გათვლილი.
80-იან წლებში მედელინმა მსოფლიოს თავი მკვლელობებითა და ნარკოვაჭრობით გააცნო. ბოლო წლებში ქალაქი აღორძინების გზას ადგას. ”კომუნა 13” ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ რაიონია.
მომზადებულია ВВС-ის მიხედვით.